00:20 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-23 18:26:09, 2654 ნახვა

საზოგადოება
„ბიძინა შედი ბუტკაში“ - ივანიშვილის ბიზნესცენტრთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან, ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციას მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლები მართავენ.

მათ ადგილზე მუყაოს ჯიხური აქვთ მიტანილი, წარწერით „ბიძინა შედი ბუტკაში“.

„მან არც ერთი დაპირება არ შეასრულა. გადააგდო ქართველი ხალხი. ის ყოველთვის გვატყუებდა, ამიტომ გადავწყვიტეთ მოგვეტანა ბუტკა, გაგვეკეთებინა წარწერები ჩვენი მოთხოვნებით, საიდანაც ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ის, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს და უნდა მივიღოთ ვადამდელი პროპორციული არჩევნები. ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად შევა ბუტკაში, დატოვებს საქართველოს თავსი მონებთან ერთად, ჩვენ, საქართველო გააგრძელებს თავის ყოფა-ცხოვრებას ჯანსაღ გარემოში“, - განაცხადა მოძრაობა „შეცვალეს“ წევრმა, ნიკა ფარულავამ.

აქციის გამო, ივანიშვილის ბიზნესცენტრთან პოლიციაა მობილიზებული.

შეგახსენებთ, საპროტესტო ტალღა ქვეყანაში მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველმა გუნდმა პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics