00:18 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-21 17:09:46, 2173 ნახვა

საზოგადოება
ოკუპირებული რეჟიმის КГБ - გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა და რუსეთი საქართველოს მტერია

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უშიშროების კომიტეტის КГБ , დაკითხვის დროს ქართველმა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა და რუსეთი საქართველოს მტერია.
ამის შესახებ, ინფორმაციას  ოკუპირებული ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო "რეს" ავრცელებს.
ამასთან ე.წ უშიშროების კომიტეტი ავრცელებს, ვრცელ ამონაწერს, ვაჟა გაფრინდაშვილის პაციენტებთან საუბრის და საოკუპაციო საზღვრის დეტალებს. მარიონეტული ცხინვალის მტკიცებტთ ვაჟა გაფრინდაშვილი, ცხინვალში შესვლას ორი დღით ადრე გეგმავდა.

"ექიმა ვაჟა გაფრინდაშვილმა დაკითხვის დროს თქვა, რომ საზღვარზე სპეციალურად გადავიდა, რადგან აპირებდა მისვლას სოფელ მონასტერში არსებულ ეკლესიაში, თუმცა, ამასთან, ვერ შეძლო საუბარი თავის რელიგიურ შეხედულებებზე. გარდა ამისა, ვ. გაფრინდაშვილმა უარი თქვა ეპასუხა კითხვებისთვის პარტიულ კუთვნილებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ არის საქართველოს ნატოში სწრაფად გაწევრიანების მომხრე, საზღვრის გადაკვეთას აფასებს, როგორც საქართველოს მოქალაქის კანონიერი უფლების - თავისუფლად გადაადგილების განხორციელებას, სამხრეთ ოსეთს მიიჩნევს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიად, ხოლო რუსეთს ქართული სახელმწიფოს მთავარ მტრად. ამასთან, ვ. გაფრინდაშვილის თქმით, ის, როგორც საქათველოს მოქალაქე, იტოვებს უფლებას აკრიტიკოს საქართველოს ნებისმიერი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და კანონიერი მეთოდებით მოითხოვოს ამა თუ იმ ნორმატიული აქტის შეცვლა", - აღნიშნავს ე.წ. КГБ.

საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics