|
2019-11-21 12:42:12, 1058 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე UNHCR-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძესა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კემლინ ფურლის შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. მინისტრის განცხადებით, იძულებით გადაადგილებული პირების განსახლება და მათი საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით, სამინისტროს დაქვემდებარებაში დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იქმნება. დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსმა ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მომდევნო წლის გეგმები გააცნო. მისი თქმით, 2020 წელს, 2500-ზე მეტ დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი გადაეცემა, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართები კი 2000-2500 ოჯახს დაუკანონდება. ასევე, მომდევნო წელს, უსაფრთხო გარემოში 250-მდე ეკომიგრანტი ოჯახი განსახლდება. განსახლების პარალელურად, პრიორიტეტი იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმების ხელშეწყობასაც ენიჭება. მომდევნო წლიდან, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერის, სახელობო იარაღების შეძენისა და პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამებით, დევნილებთან ერთად, ეკომიგრანტებიც ისარგებლებენ. ახლადშექმნილი სააგენტო, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ინტეგრაციის პროგრამებსაც განახორციელებს. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის კემლინ ფურლის განცხადებით, შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს. „იმედს ვიტოვებ, რომ ეს იქნება ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოში დევნილთა, ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც დეკემბერში გაიმართება, საქართველო მნიშვნელოვან განაცხადს გააკეთებს. საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით დიდი პროგრესი აქვს და იმედი მაქვს, ეს პროგრესი ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმართულებითაც გაგრძელდება“, - განაცხადა კემლინ ფურლიმ.
(NS)
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)