|
2019-11-18 20:17:18, 1399 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა ფონიჭალაში ახალგახსნილი ბაგა-ბაღი დაათვალიერა
დედაქალაქს კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა. 230 აღსაზრდელზე გათვლილი N81 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება თბილისის მერმა კახა კალაძემ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, კახა გვანცელაძესთან ერთად დაათვალიერა. „ჩვენ დავაანონსეთ და არაერთხელ გვისაუბრია, რომ ძალიან დიდია მოთხოვნა საბავშვო ბაღების მიმართულებით. მსურველთა რაოდენობაც იზრდება ყოველწლიურად. თვითონაც ნახეთ, რამდენად კარგ პირობებში უწევთ ჩვენს პატარებს ბაღში სიარული. ძველ ბაღებს რაც შეეხება, არის ისეთი ბაღებიც, სადაც მძიმე მდგომარეობა იყო, დავიწყეთ მათი სარეაბილიტაციო სამუშაოები და გვინდა რომ მთელი ქალაქის მასშტაბით, ყველა უბანში, ყველა რაიონში განვახორციელოთ ახალი, თანამედროვე ბაღების პროექტები, იმ სტანდარტებით, რაც მოთხოვნილია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ. აღსანიშნავია, რომ თბილისთან შემოერთებულ დასახლებას აქამდე საბავშვო ბაღი არ ჰქონია. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად: შენობა უზრუნველყოფილია სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით, ადაპტირებულია შშმ პირთათვის, დამონტაჟებულია კამერები, რაც აღსაზრდელების მშობლებს საშუალებას მისცემს თვალი ადევნონ საკვების მზადების პროცესს, სააღმზრდელო ჯგუფებში კი სივრცეები საგანმანათლებლო და ფუნქციური დანიშნულების მიხედვითაა გადანაწილებული. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე, პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი.
(NS)
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)