02:26 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-17 17:32:37, 1380 ნახვა

საზოგადოება
„ეს შენობა დღეიდან დალუქულია“ - პარლამენტის ჭიშკრებს ბოქლომები დაადეს

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის ჭიშკრებს ბოქლომები დაადეს.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, გასაღებები სიმბოლურად ხალხს გადაეცემა.

„გასაღები გადაეცემა ხალხს, ნიშნად იმისა, რომ დაილუქა ხალხის მიერ შენობა, სადაც საუკუნის მზაკვრობა და ღალატი იკადრა ივანიშვილმა. ტყუილად ჰგონით, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები აქ მშვიდად ივლიან და მერე მურუსიძეს და უდიპლომო პროკურორს დანიშნავენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ“, - განაცხადა უგულავამ.

მან ასევე პარლამენტის შენობაში განლაგებულ სამართალდამცველებს მიმართა და მოუწოდა, „ეშმაკს არ ემსახურონ“.

„მოტყუებულები ხართ თქვენ, როცა არჩევანს წაგართმევენ, მერე სახლშიც შემოგივარდებიან. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ, სამართლიანობის გარდა. თუ უზურპატორს დაიცავთ ეს თქვენ კისერზე იქნება. დღე თქვენ იცავთ ლეგიტიმაცია აყრილ, ნამუს აყრილ არაფორმალურ მმართველს. გადმოხვალთ ძალადობაზე და ვინც აიღო მახვილი, მახვილითვე წარწყდება - ესე წერია სახარებაში. ამ შენობაში ეშმაკი ბუდობს და ნუ იქნებით ამ ეშმაკის მსახურები“, - მიმართა უგულავამ სამართალდამცველებს.

შეგახსენებთ, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები დროებითი მთავრობის მიერ პროპორციული სისტემით ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics