02:25 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-17 15:25:23, 9476 ნახვა

საზოგადოება
„ერთად ერთის წინააღმდეგ“ - პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - Live

„ერთად ერთის წინააღმდეგ“ - ამ ლოზუნგით პარლამენტის შენობასთან მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიწყო.

აქცია სახელმწიფო ჰიმნის ფონზე გაიხსნა.

ადგილზე ასობით ადამიანია შეკრებილი, მათ შორის ოპოზიციური პარტიების ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები.

ცოტა ხნის წინ აქციას პუშკინის სკვერიდან მსვლელობით შეურთდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები, ხოლო ოპერის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობა გამართეს „ევროპული საქართველოს“ და მოძრაობა „ლელოს“ მხარდამჭერებმა.

აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნებია:

1. ვადამდელი პროპორციული არჩევნები (გერმანული მოდელი, სულ 76 ხმა და 3 კვირა სჭირდება კანონის მიღებას)

2. არჩევნები ჩატარდეს დროებითი მთავრობის მიერ. (ანუ გადადგეს არსებული მთავრობა გიორგი გახარიას მეთაურობით)

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ სანამ მოთხოვნები არ შესრულდება, რუსთაველის გამზირს არ დატოვებენ და სახელმწიფო შენობების პიკეტირებას განაგრძობენ.

შეგახსენებთ, საპროტესტო ტალღა მმართველი გუნდის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი, რომლის ინიციატორებიც „ქართული ოცნების“ დეპუტატები იყვნენ, მათივე თანაგუნდელების წინააღმდეგობის გამო ჩავარდა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics