|
2019-11-14 17:52:15, 1480 ნახვა
საზოგადოება
თბილისის განვითარების ფონდი წინამძღვრიშვილის N1-ში ისტორიული ძეგლის რეაბილიტაციას იწყებს
თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის ფარგლებში, წინამძღვრიშვილის N1-ის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. მიმდინარე პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ავარიულ საცხოვრებელ სახლს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, ფუნდამენტური გამაგრების სამუშაოები ჩაუტარდება. „წინამძღვრიშვილის ქუჩის N1-ში ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დავიწყეთ. აღნიშნულ მისამართზე სამი სახლი მდებარეობს, სადაც დაახლოებით, 80 ოჯახი ცხოვრობს. ფუნდამენტური გამაგრების სამუშაოების წარმოების გამო, ავარიული სახლიდან მოსახლეობა გაყვანილი გვყავს. მოქალაქეებს აქ ძალიან მძიმე პირობებში უწევდათ ცხოვრება. სრულ რეაბილიტაციას ორი წელი დასჭირდება, რომლის შემდეგაც, შენობა სრულად კეთილმოწყობილი და მოწესრიგებული იქნება. ეზოც ძალიან ლამაზი გამოვა. სამწუხაროდ, დედაქალაქში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე არაერთი შენობა-ნაგებობა გვაქვს, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. მსგავს შენობებს შესაძლებლობების ფარგლებში, ეტაპობრივად მოვაწესრიგებთ ისე, რომ ის ყველაზე ძვირფასი და ლამაზი“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია შენობის საძირკვლის გამაგრება, სახურავის აღდგენა, წყალსაწრეტი სისტემის მოწყობა, ფასადის დეკორატიული ელემენტების აღდგენა, ეზოში არსებული ხის აივნების, კიბეებისა და შუშაბანდების რესტავრაცია. ასევე, სახურავზე არსებული შუქ-ფანრების, ეზოში არსებული ლითონის კიბეების, ქუჩების მხრიდან ფასადზე განთავსებული აივნებისა და დაზიანებული ლითონის ორფრთიანი ჭიშკრის რესტავრაცია. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, იგეგმება ფასადზე არსებული კარ-ფანჯრის ნაწილობრივი გამოცვლა/რესტავრაცია, სადარბაზოს ხის კარების რესტავრაცია, წყალმომარაგების, წყალარინების და ელექტრომომარაგების ქსელის მოწესრიგება და ეზოს კეთილმოწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 657 000 ლარს შეადგენს, რომელსაც შპს „იკორთა 2007“ ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ 81 მესაკუთრეს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდება და უძრავი ქონების ღირებულება გაიზრდება. პროექტი 2021 წლის ივნისში დასრულდება. დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი ალექსანდრე ტოგონიძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე იმყოფებოდნენ.
(NS)
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)