|
2019-11-12 15:21:26, 842 ნახვა
საზოგადოება
„ვარკეთილში, სკვერის ტერიტორიაზე მშენებლობა არ განხორციელდება“ - კახა კალაძე
”ვერ დამისახელებთ ვერც ერთ პროექტს, რომ მშენებლობის ნებართვა გაგვეცეს სპორტული მოედნების, სკვერების, მწვანე სივრცეების ხარჯზე. ასეთი რამ არ არსებობს“- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ ვარკეთილში, ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონში მდებარე სკვერის ტერიტორიაზე მშენებლობა არ განხორციელდება. "ჩემი მოადგილეები ჩართულები არიან, არაერთი შეხვედრა გაიმართა. თქვენ იცით ჩვენი მიდგომა, დამოკიდებულება და პოლიტიკა. ჩვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ პროექტს, რომ მშენებლობის ნებართვა გაგვეცეს სპორტული მოედნების, სკვერების, მწვანე სივრცეების ხარჯზე. ასეთი რამ არ არსებობს. კონკრეტული მშენებლობა, რომელზეც საუბრობთ, 2016 თუ 2017 წელს არის გაცემული. როდესაც პირველი პროტესტი წამოვიდა საკითხი და ადგილმდებარეობა შევისწავლეთ. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ სკვერს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. სკვერი იქნება არა იმ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა არის, იქნება გალამაზებული, ყველანაირად კეთილმოწყობილი, გამწვანებული. მშენებლობას რაც შეეხება, ის მიდგომა და დამოკიდებულება რომ მე არ მომწონს და არ აშენდეს, არასწორია. პირველები ჩვენ ვიქნებით, დედაქალაქის მერია იქნება, ვინც შეეწინააღმდეგება და წინ აღუდგება ისეთ მშენებლობას, რომელიც დამაზიანებელია ქალაქის, ურბანული განვითარების თვალსაზრისით, რომელიც დამაზიანებელი იქნება და განხორციელდება მწვანე სივრცეების ხარჯზე ან სპორტული მოედნების ხარჯზე. ვიღაცას მშენებლობა ან მოსწონს, ან ვიღაცას რაღაცის ინტერესი აქვს, ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია. ქალაქი განვითარდება, მშენებლობაც განხორციელდება, მაგრამ ეს ყველაფერი გაკეთდება სწორი ფორმით",- განაცხადა კალაძემ. ვარკეთილში ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის მცხოვრებლები დღეს სამშენებლო კომპანიას მუშაობის დაწყების საშუალებას არ აძლევდნენ და თბილისის მერიისგან ინვესტორისთვის, კონკრეტული ადგილის სანაცვლოდ, ალტერნატიული ტერიტორიის შეთავაზებას ითხოვენ.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)