04:30 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-12 11:25:09, 1031 ნახვა

საზოგადოება
ავტოავარიაში დაღუპული ახალგაზრდის ოჯახი „გირჩის“ განცხადებას კატეგორიულად ემიჯნება

ავტოავარიაში დაღუპული შაკო ბარამიძის ოჯახი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

24 წლის მამაკაცის მშობლების თქმით, ისინი კატეგორიულად ემიჯნებიან პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს დაკრძალვის თარიღი იმ მოძღვრის გამოჩენის მოლოდინის გამო გადადეს, რომელიც მათ შვილს წესს აუგებდა. 

„დაკრძალვის თარიღი დაიგეგმა მიცვალებულის გარდაცვალების დღეს. ოჯახი სრულად იზიარებს მართლმადიდებლური დიდი სჯულის კანონის ყველა მოთხოვნას მიცვალებულის წესის აგებასთან დაკავშირებით, ვართ მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანები.

გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ხონი-სამტრედიის მთავარეპისკოპოს მეუფე საბას ოჯახის ტრაგედიის მაქსიმალურად გაზიარებისა და გვერდში დგომისათვის. მიცვალებულის სულისათვის წესის აგების საკითხს განიხილავს წმინდა სინოდი. 

გვსურს, გამოვთქვათ მკაცრი პროტესტი, ოჯახის უდიდესი ტრაგედიის პირადი პოლიტიკური მიზნებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის გამოყენების მცდელობის გამო.

გვსურს, მოვუწოდოთ საქართველოს ახალგაზრდობას განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს ,,გირჩის,, მიერ დარეგისტრირებულ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხს. არასოდეს გახდეთ მსხვერპლი ბრმა მოწოდებებისა", - წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics