|
2019-11-09 17:49:06, 1673 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი მამუკა ხაზარაძეს პასუხობს
„მამუკა ხაზარაძე, სულ მცირე, უხერხულობას მაინც უნდა გრძნობდეს, როდესაც სახლემწიფოს ფინანსური მხარადაჭერით აშენებულ მაღალტექნოლოგიურ სათბურშია სტუმრად და ამბობს, რომ საქართველო თოხისა და გუთნის მენტალიტეტში დარჩა”, –გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა განაცხადა. „ბატონ მამუკას მინდა ვუთხრა, რომ რასაც ის სამომავლოდ გეგმავს, უკვე წლებია ხორციელდება. სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზეა შემუშავებული. ამ სტრატეგიის განხორციელების ფარგლებში, მაღალტექნოლოგიური 200-ზე მეტი ახალი საწარმო შეიქმნა, თანამედროვე სტანდარტით გადაიარაღდა 800-ზე მეტი, 8 ათას ჰექტარზე გაშენდა თანამედროვე ტიპის ბაღი, ჩანაცვლება დაიწყო მესაქონლეობაში, რის შედეგადაც, 500 %-ით გაიზარდა მაღალპროდუქტიული ჯიშები. დარგში 2 მილიარდის ინვესტიცია განხორციელბულია კერძო ბიზნესის მიერ, ხოლო სახელმწიფოს მიერ, თანადაფინანსების პროცესში, დაახლოებით, 260 მილიონ ლარამდეა დახარჯული. 2012 წლის შემდეგ, იმპორტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, 2018 წელთან შედარებით, არც ერთი პროცენტით არ გაზრდილა, მაშინ როდესაც, სწორედ სახელმწიფო პროგრამების შედეგად შევძელით გაგვეორმაგებინა ექსპორტზე პროდუქციის გატანა. ექსპორტზე გასულია, თითქმის, მილიარდი ღირებულების ქართული პროდუქცია. 2015-2020 წლების განვითარების სტრატეგიას სამინისტრო ეტაპობრივად ახორციელებს და მიმდინარე სამუშაობის შესახებ ინფორმაციას საზოგადოება, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებას აცნობს. ბატონო მამუკა, მინდა იცოდეთ, რომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელები აცხადებენ, რომ საქართველოში წარმატებით ხორციელდება სოფლის მეურნეობის სისტემური გარდაქმნა. ეს ნამდვილად არის წარმატება. თუმცა, ჯერ კიდევ მრავალი მნიშვნელოვანი პროექტია განსახორციელებელი, რომელსაც 2020-2021 წლის სტარტეგია ითვალისწინებს. ასე, რომ ნუ შეიყვანენ შეცდომაში საზოგადოებას. ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას იმ 40 ათასი ფერმერს, რომელიც მაღალი ტექნოლოგიების დანერგვში, ახალი კულტურების მოშენებისა და ახალი ჯიშების გამრავლების პროცესშია ჩართული",- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ.
(NS)
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)