05:41 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-09 13:38:03, 1498 ნახვა

საზოგადოება
ვაკის რაიონში ოთხი სპორტული მოედანი მოეწყო

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, ოთხ მისამართზე სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია დასრულდა. მიმდინარე წელს სტადიონები კეთილმოეწყო წყნეთში ჯავახიშვილის N1-ში და ამილახვრის N21-ში, ასევე, ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის მე-15 კორპუსთან და ვაჟა-ფშაველას პირველი კვარტლის III კორპუსის მიმდებარედ.

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას, განახლდა ორი მოედანი, ორ მისამართზე კი ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეთანხმებით, სრულიად ახალი სპორტული მოედანი განთავსდა.

ერთ-ერთი დასრულებული სპორტული მოედნის ტერიტორიაზე ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი შეხვდა.

„ვაკის რაიონის გამგეობა ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ყველა ასაკის ადამიანებს შორის. ამიტომ ვცდილობთ, კეთილმოვაწყოთ ბევრი ისეთი სივრცე, რომლითაც სპორტული ცხოვრების განვითარებას ხელს შევუწყობთ. მიმდინარე წელს Street Workout-ის ღია სატრენაჟორო კომპლექსები და ფიტნეს ზონები 18 მისამართზე მოეწყო, ამ დროისთვის კი ოთხ მისამართზე დასრულდა სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია, სადაც ყოველ დილას და საღამოს ძალიან ბევრი ადამიანი იყრის თავს.

ტერიტორიებზე მოეწყო სტადიონის ბეტონის საფუძველი, ღობეები, პანდუსები შშმ პირთათვის, რბილი საფარი და სივრცეები გულშემატკივრებისთვის. სამ სპორტულ მოედანს მულტიფუნქციური დატვირთვა აქვს, ერთი კი - საკალათბურთო მოედანია, რომელსაც ასევე, ჩოგბურთის სათამაშო კედელი გააჩნია“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა.

ოთხივე სპორტული მოედნის მოწყობის ღირებულება 269 089 ლარს შეადგენს, რომელიც ვაკის გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics