|
2019-11-08 13:40:52, 922 ნახვა
საზოგადოება
გლდანში საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება
დედაქალაქის მერი კახა კალაძე გლდანში, საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიას დაესწრო და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო. „ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და მივესალმებით ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად დაწყებულ მსგავს პროექტებს. ჩვენი ჩართულობა გამოიხატება იმით, რომ გადავცემთ მიწის ნაკვეთს, ფეხბურთის ფედერაცია კი იღებს ვალდებულებას, სპორტული საფეხბურთო ცენტრები განავითაროს. მადლობა ლევანს ამ თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. ადგილი, სადაც დღეს ვიმყოფებით და სადაც კიდევ ერთი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ, გლდანში ყველამ იცის. ეს არის მე-5-სა და მე-7 მიკრორაიონებს შორის არსებული ძველი სტადიონი, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. 2020 წლის სექტემბრისთვის სამუშაოები დასრულდება და ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც ახალგაზრდებს, პატარებს, ექნებათ საშუალება, ივარჯიშონ“, - განაცხადა კახა კალაძემ. საფეხბურთო ცენტრის პროექტის ფარგლებში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული მოედანი, ზომით 108 x 72 მ. და ორას მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა; აშენდება ადმინისტრაციული შენობა და დამონტაჟდება მოედნის 230-250-ლუქსიანი განათება. მშენებლობის დასრულება 2020 წლის დეკემბერში იგეგმება. სპორტულ კომპლექსს ქალთა და მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებთან ერთად, ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები სრულიად უსასყიდლოდ გამოიყენებენ. ღონისძიებას გლდანის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, გლდანის მაჟორიტარი საკრებულოში ოთარ გრიგოლია და პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი ესწრებოდნენ.
(NS)
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)