|
2019-11-08 10:18:34, 761 ნახვა
საზოგადოება
შენების მოძრაობა - პატიმრების განათლებაზე მზრუნველმა „ოცნებამ" პატიმართა 95% კვლავ უუფლებოდ დატოვა
„შენების მოძრაობის" წარმომადგენლებმა ალექსანდრე სელეპანოვმა, სალომე მგელაძემ და სოსო ვახტანგაშვილმა პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება შეიტანეს. საკანონმდებლო ინიციატივა ეხება პატიმართა უფლებას განათლებაზე, რათა ციხე იყოს დამნაშავეთა გამოსწორებაზე, რესოციალიზაციასა და ახალი დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული. მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრის, სოსო ვახტანგაშვილის განცხადებით: „ოცნებამ" გასულ კვირას დაჩქარებული წესით შეიტანა ცვილელებები პატიმრობის კოდექსში და ზეიმით გვამცნო, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა მსჯავრდებულების რესოციალიზაციისთვის. სინამდვილეში, მხოლოდ ის შეიცვალა, რომ 10 000-ზე მეტი პატიმრიდან მხოლოდ 300-მდე პატიმარს მიეცა მაგისტრატურაში დისტანციურად სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა, ხოლო პატიმრების 95%-ზე მეტისთვის, მათ შორის ყველა ქალი პატიმრისთვის, ბაკალავრიატიც კი ისეთივე მიუწვდომელი დარჩა, როგორც მანამდე იყო". პროექტის ავტორის, ალექსანდრე სელეპანოვის განმარტებით: „შენების მოძრაობის" პენიტენციალური სისტემის საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 22 ივლისს წარუდგინა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც სრულად აგვარებდა უთანასწორობის, გენდერული დისკრიმინაციისა და პიროვნული განვითარების შეზღუდვის აღნიშნულ პრობლემებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 4 ოქტომბერს, „რესურსების სიმცირის" მოტივით, უარყო ეს ინიციატივა. სულ ორი კვირის შემდეგ კი პარლამენტის წევრებმა (ჯაში, კილაძე, ხულორდავა) სასწრაფო წესით დაარეგისტრირეს და დაჩქარებული წესით მიიღეს კანონპროექტი, რომელიც ოდნავადაც ვერ აგვარებს აღნიშნულ პრობლემებს და, ძირითადად, პიარზე იყო გათვლილი". „ჩვენ, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონ მარიამ ჯაშს კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებამდე განვუმარტეთ, რომ აღნიშნული კანონით პატიმართა მხოლოდ 5%-ის მდგომარეობა უმჯობესდებოდა. იგი ძალიან შეწუხდა და განაცხადა, რომ თუ კანონპროექტს ახლა უკვე განათლების კომიტეტში წარვადგენდით, მას აუცილებლად მხარს დაუჭერდა. სწორედ ეს კანონპროექტი შევიტანეთ დღეს პარლამენტში. ვიმედოვნებთ, რომ უთანასწორობა და დისკრიმინაცია ახლა მაინც სრულად აღმოიფხვრება და ყველა პატიმარს ექნება ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის დისტანციურად გავლის შესაძლებლობა, განათლების კანონით დადგენილი პირობებით. ამ გზით ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ პატიმართა უფლებას განათლებაზე, არამედ სრულიად საქართველოს მოსახლეობის ინტერესს, ციხე იყოს დამნაშავეთა გამოსწორებაზე, რესოციალიზაციასა და ახალი დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული" - აცხადებს „შენების მოძრაობის" წევრი სალომე მგელაძე.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)