06:42 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-07 15:41:46, 1870 ნახვა

საზოგადოება
მამა ელიზბარ ოდიშვილი: ვფიქრობ, ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებში პოლიტიკაა გარეული

„ვფიქრობ, რომ ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებში პოლიტიკაა გარეული, მხარეებს ეკლესიის დამორჩილება უნდათ“, - ამის შესახებ ქაშუეთის ტაძარში მოღვაწე მამა ელიზბარ ოდიშვილმა, „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა.

მამა ელიზბარმა 30 წლის წინანდელი ამბები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მამათმავლობის ცოდვის გამო რამდენიმე სასულიერო პირი განიკვეთა.

„მე მახსოვს, როცა იქ რამდენიმე ეპისკოპოსი განიკვეთა. ერთი არქიმანდრიტი იყო, ორი ეპისკოპოსი, ქუთათელ-გაენათელი იყო ერთი, მეორე იყო ჭყონდიდელი. განიკვეთა მამათმავლობის მიზეზით, მაგრამ მერე რა გაკეთდა იცით? რომ განიკვეთნენ, მათ მოუწოდეს, მონასტერში წასულიყვნენ. ეკლესიაში იყო ბრძოლა, ბრძოლა ახლაც არის, და ყოველთვის იქნება ეს. მაშინ იბრძოდა აქ უშიშროება. რაც შეეხება მეუფე ზოსიმეს მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს, მე ვერ ვიტყვი, ტყუის, არ ტყუის, მე ხომ სანთელი არ მეჭირა და მე ხომ იქ არ ვიყავი. ვფიქრობ,  აქ უკვე პოლიტიკაა გარეული, ეკლესიის დამორჩილება უნდა რომელიმე მხარეს", - აღნიშნა მამა ელიზბარმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics