|
2019-11-07 12:24:37, 1444 ნახვა
საზოგადოება
XVII-XVIII საუკუნეების ისტორიულ დოკუმენტებს რესტავრაცია ჩაუტარდება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცულ ისტორიულ საბუთებს რესტავრაცია-კონსერვაცია ჩაუტარდება. XVII-XVIII საუკუნეების ოთხი ისტორიული დოკუმენტი გასული საუკუნის 60-იან წლებშია რესტავრირებული. ბოლო წლებში დოკუმენტების რესტავრაციის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრების შემდეგ რესტავრატორებმა საბუთების ხელახალი რესტავრაციისა და კონსერვაციის გადაწყვეტილება მიიღეს. ეს ჩარევა კიდევ უფრო გაუხაგრძლივებს სიცოცხლეს ისტორიულ დოკუმენტებს. დოკუმენტები, რომელსაც უახლოეს ხანში რესტავრაცია-კონსერვაცია ჩაუტარდება: 1. 1639 წელი. საგარეჯოს შემოსავლის ნახევრის შეწირულების განახლების წიგნი თეიმურაზ I-ისა დავით გარეჯის მონასტრისადმი. ახლავს ხელრთვები: ,,მეფე თეიმურაზ", ,,ხვარაშან", ,,დავით"; 2. 1680 წელი. ხორხელში მდებარე ყმა-მამულისა და სამოსახლო ადგილის წყალობის წიგნი ერეკლე I-ისა წმინდა გიორგის დეკანოზ ოთარ თურქისტანიშვილისადმი. დამწერი მდივანი ქაიხოსრო. ახლავს ხელრთვა ,,ერეკლე"; 3. 1792 წლის 20 სექტემბერი. ბრძანება ერეკლე II-ისა მაიორ გაბრიელისადმი, ორჯერ ტყვეობიდან დახსნილი მოხისელი ხუროს, ივანეს, არტილერიაში ჩარიცხვის შესახებ, სათანადო ჯამაგირითა და ულუფით; 4. 1798 წლის 2 ივნისი. ქისტაურში ჩასახლებული ყმების წყალობის წიგნი გიორგი XII-ისა თავის ნათლულ ეშიკაღასბაშ ალექსანდრე მაყაშვილისადმი. თავში ახლავს ფერადი ხვეული თხზული ხელით შესრულებული ტექსტი. ეროვნული არქივის რესტავრატორები საბუთებს გაწმენდენ, მოხსნიან ძველ სარეტავრაციო მასალას, გაამაგრებენ ტექსტს და საბუთების კიდეებს შეავსებენ შესაბამისი სარესტავრაციო ქაღალდით. საქართველოს ეროვნულ არქივში მე-11-18 საუკუნეების 11 000-ზე მეტი ისტორიული საბუთის დედანი ინახება. პერიოდულად დოკუმენტების მდგომარეობა მოწმდება და საჭიროების შემთხვევაში სარესტავრაციო სამუშაოები უტარდება.
(NS)
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)