07:41 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-06 10:00:14, 1448 ნახვა

საზოგადოება
დადასტურდა რომ ერზუმში გურჯი ხათუნის და მისი ვაჟის საფლავი იპოვეს - ელჩი ფოტოებს ავრცელებს

თურქეთში ქალაქ ერზუმში დადასტურდა რომ აგვისტოში აღმოჩენილი ორი დიდებული აკლდამა  გურჯი ხათუნისა (თამარ ბაგრატიონის) )  და მისი ვაჟის სულთან ალაედდინ ქეიქუბად II-ის საფლავება.

თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა აღმოჩენის ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ექსკლუზიურად ერზერუმიდან! ბედნიერი ვარ, რომ საქართველოდან სწორედ მე მომიწია გურჯი ხათუნისა და მისი ვაჟის, სულთან ალაედდინ ქეიქუბად II-ის ახლად აღმოჩენილი საძვალისა და საფლავის ქვების მონახულება.

ასევე, ძალიან მახარებს ის ფაქტიც, რომ სამარხში აღმოჩენილი ძვლები უკვე გადაიგზავნა ექსპერტიზაზე.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-თურქეთის საერთო კულტურული მემკვიდრეობა საზოგადოების დიდ დაინტერესებას გამოიწვევს“, – წერს გიორგი ჯანჯღავა 

გურჯი ხათუნი იგივე თამარ ბაგრატიონი იყო თამარ მეფის შვილიშვილი, რუსუდან დედოფლის ქალიშვილი 1236 წელს მიათხოვეს რუმის სულთან ყიას ედ-დინ ქეი ხუსრევ II-ს. გურჯი ხათუნის საფლავი ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა.

ერზუმში აგვისტოს თვეში ორი დიდებული აკლდამა აღმოაჩინეს, ამ დრომდე აკლდამების წარმომავლობას იკვლევდნენ.


 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics