07:41 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-04 12:59:53, 1571 ნახვა

საზოგადოება
გორში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება იწყება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო  გორში,  საცხოვრებელ ფართს 38 დევნილ ოჯახს გადასცემს.

ახალაშენებულ კორპუსში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადების შევსება 4 ნოემბერს იწყება და 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ამ ეტაპზე, განაცხადების შევსება მხოლოდ შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ.

უკვე არსებული განაცხადები არ განიხილება და  ყველა დევნილმა ოჯახებმა,  გორში ბინის მიღების მოთხოვნით,  ახალი განაცხადი უნდა შეავსოს.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს განაცხადების შევსება ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში შეუძლიათ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics