|
2019-10-30 16:55:51, 1648 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტროში წყლის რესურსების მდგრადი მართვის მიმართულებით საქართველოს მიღწევები შეაჯამეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წყლის მდგრადი მართვის მიმართულებით საქართველოს მიღწევები ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან, ავსტრიის რესპუბლიკის ელჩთან, არად ბენკოსთან და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან, ანდრო ასლანიშვილთან ერთად, ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისათვის (EUWI+)“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივ ღონისძიებაზე შეაჯამა. ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის, საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, საქართველო აქტიურად აგრძელებს ეროვნული პოლიტიკისა და სტრატეგიის ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანას. „ჩვენ შევქმენით თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით; მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ლაბორატორიაში დასაქმებული პერსონალის ტრენინგები და მათი შესაძლებლობების გაძლიერება. ვგეგმავთ, ლაბორატორია რეგიონული მნიშვნელობის გავხადოთ და გავაფართოოთ სერვისების სპექტრი. უსაფრთხო წყალი უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის, მდგრადი საარსებო საშუალებების შექმნისა და ეკოსისტემების შენარჩუნებისთვის. საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით; ჩვენთვის პრიორიტეტია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების თანამედროვე სტანდარტებით გამოკვლევა და მუდმივი მონიტორინგი “, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისათვის (EUWI+)“ ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიას წყლის ხარისხის კვლევისთვის უახლესი ხელსაწყო-დანადგარები გადაეცა, რაც ლაბორატორიას აძლევს შესაძლებლობას გაზარდოს წყლის ხარისხის კვლევის კომპონენტები, თანამედროვე მეთოდებით განახორციელოს სამეცნიერო-კვლევითი ანალიზები და მომხმარებელს სერტიფიცირებული ლაბორატორიული მომსახურება შესთავაზოს. აღნიშნული ხელს შეუწყობს წყლისა და მდინარეთა აუზების დაცვას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ღონისძიების ბოლოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ევროკავშირის და ავსტრიის ელჩებმა და ღონისძიების სტუმრებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორია დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს გაეცნენ. მინისტრმა, ევროპელმა დიპლომატებმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის მოსწავლეებმა, ახალი ლაბორატორიული აღჭურვილობის გამოყენებით, სიმბოლურად, მდინარე მტკვრის წყლის ანალიზები ჩაატარეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო და კერძო კომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და პროექტის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისათვის (EUWI+)“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)