|
2019-10-30 16:41:20, 1465 ნახვა
საზოგადოება
საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, თბილისსა და ქვემო ქართლის რეგიონში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 10 სექცია ამოქმედდა
მიმდინარე წლის 29 ოქტომბრიდან, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, თბილისსა და ქვემო ქართლის რეგიონში, 10 ლოკაციაზე საავტომობილო სიჩქარის კონტროლის სექციები ამოქმედდა. ესენია: 1. თბილისში, ავჭალისა და ანდრონიკაშვილის ქუჩების კვეთა (ზაჰესის მოედანი), 3+200 კილომეტრიდან - ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა (გლდანულას გადასახვევი), 8+150 კილომეტრამდე (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ); 2. თბილისში, ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა (გლდანულას გადასახვევი) 8+150 კილომეტრიდან - ავჭალისა და ანდრონიკაშვილის ქუჩების კვეთა (ზაჰესის მოედანი), 3+200 კილომეტრამდე (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ); 3. თბილისში, ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა (გლდანულას გადასახვევი) 8+150 - გლდანის გადასახვევი, მე-11 კილომეტრამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ); 4. თბილისში, გლდანის გადასახვევი,მე-11 კილომეტრიდან - ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა (გლდანულას გადასახვევი), 8+150 კილომეტრამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ); 5. თბილისში, გლდანის გადასახვევი მე-11 კილომეტრიდან - მარტყოფის გადასახვევი, 27+950 კილომეტრამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ); 6. მარტყოფის გადასახვევი, 27+950 კილომეტრიდან - თბილისი, გლდანის გადასახვევი, მე-11 კილომეტრამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ); 7. თბილისი, გლდანის გადასახვევიდან (ხოჭოს ტბის ქუჩა) - მარტყოფის გადასახვევი, 27+950 კილომეტრამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ); 8. მარტყოფის გადასახვევი, 27+950 კილომეტრიდან - თბილისი, გლდანის გადასახვევამდე (ხოჭოს ტბის ქუჩა),(ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ); 9. მარტყოფის გადასახვევი, 27+950 კილომეტრიდან - ლოჭინის კვანძი, 34+350 კილომეტრამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ); 10. ლოჭინის კვანძი, 34+350 კილომეტრიდან - მარტყოფის გადასახვევი, 27+950 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ). შესაბამისად, სიჩქარის კონტროლის სექციური სისტემით, სულ, საქართველოს მასშტაბით, უკვე 794 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.
(NS)
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)