10:59 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-29 14:57:05, 1972 ნახვა

საზოგადოება
ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი მე-12 კლასელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სოფელ ქობულეთიდან,  ქობულეთის მიმართულებით მოძრავი "ოპელის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, საჭეს არასრულწლოვანი მართავდა. მანქანაში სულ ხუთი მოსწავლე იჯდა. სხეულის სხვადასხვა დაზიანებით, სამი დაშავებული ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულებს ამ დროისთვის სამედიცინო შემოწმება უტარდებათ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ტრანპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics