|
2019-10-28 10:05:03, 899 ნახვა
საზოგადოება
რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება − იუსტიციის მინისტრმა 68-ე ცენტრი ქედაში გახსნა
საქართველოს ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ქედაში 68-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას ახალი ცენტრის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ ხვალ ხულოშიც გაიხსნება ახალი საზოგადოებრივი ცენტრი, რითაც მთელ რეგიონში იუსტიციის ტერიტორიული სამსახურების საბჭოთა ინფრასტრუქტურა დასრულდება. საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ. ქედის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ ქედისა და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ქედის თვითმმართველობის წევრები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა 200-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისს მიიღებს. ქედის საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით დაბის მოსახლეობასთან ერთად მუნიციპალიტეტის 64 სოფლის 20 000-ზე მეტი მოსახლე ისარგებლებს. საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის პარალელურად, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინიციატივა, რომ ქედის ახალგახსნილი საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკას მიენიჭოს ქართველი პოეტის − ფრიდონ ხალვაშის სახელი. აღნიშნული საზოგადოებრივი ცენტრი აჭარის რეგიონში რიგით მეხუთეა. ქედის გარდა ცენტრები ფუნქციონირებს მუხაესტატეში, ჩაქვში, შუახევსა და ქობულეთში. დაბა ქედა აჭარის ტურისტული მარშრუტების ნუსხაშია შეტანილი. საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა კიდევ უფრო გაზრდის მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალს. ცენტრში არსებული სერვისებით სარგებლობა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იქ ჩასულ სტუმრებსაც შეეძლებათ. მაგალითად, 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტითა და სკაიპის ოთახით, საბანკო მომსახურებით და ა.შ. თანამედროვე სტანდარტების შენობა სპეციალურად ქედის საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა. სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული ოფისი ახალი ცენტრის გახსნამდე დაბა ქედაში, 26 მაისის ქ. №2-ში, ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე ფუნქციონირებდა. შეუსაბამო ინფრასტრუქტურა მოქალაქეთა ხარისხიან მომსახურებას ართულებდა, ხანდაზმულებისა და შშმ პირებისთვის კი, სახელმწიფო სერვისებზე წვდომა განსაკუთრებულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. მომხმარებელს ადგილიდან გაუსვლელად შეუძლია, მიიღოს პასპორტი და პირადობის მოწმობა, განახორციელოს მიწის, უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკუთრებასთან დაკავშირებული განაცხადი, დაარეგისტრიროს ქორწინება, სოციალურად დაუცველი ოჯახის ქულის მინიჭების სერვისი და სხვა. ამავე საზოგადოებრივ ცენტრში მოქალაქეებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მომსახურებით სარგებლობაც შეეძლებათ. ცენტრში, ასევე, ხელმისაწვდომი იქნება „მაგთისა" და „ლიბერთი ბანკის" მომსახურებაც, რაც პენსიონერებს - ადგილიდან გაუსვლელად პენსიის მიღების, ახალგაზრდებს კი უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს. საზოგადოებრივ ცენტრში ახალგაზრდებისთვის მოწყობილია უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად, ბეჭდური გამოცემებიცაა. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, ასევე, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა. მიმდინარე წლის ბოლომდე, საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნება ამბროლაურში, დუშეთში, ცაგერში, თეთრიწყაროში, ჭრებალოსა და ყაჩაღანში. 68-ე საზოგადოებრივი ცენტრის საზეიმო გახსნის შემდეგ კონცერტი გაიმართა.
(NS)
ირაკლი კირცხალია - გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება, ამის მაგალითია იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების სია, მათ შორის არიან სუხიშვილები, ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე
სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
2014 წელთან შედარებით, 2024 წელს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი 63.7%-დან 55.6%-მდე შემცირდა- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
დრონებმა თათრეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას თავს დაესხნენ, 12 ადამიანი დაიღუპა და 39 დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)