03:15 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-31 13:22:37, 735 ნახვა

საზოგადოება
FAO-ს მხარდაჭერით სერტიფიცირების ერთიანი სისტემა შემუშავდება

საქართველოში სანერგე მეურნეობების სერტიფიცირების ერთიანი სისტემის შემუშავების და დანერგვის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მხარდაჭერით, ახალ პროექტს იწყებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა  პროექტის ძირითადი მიმართულებები გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) წარმომადგენლებთან განიხილა.

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია FAO-ს მხარდაჭერა იმ პრიორიტეტული მიმართულებით, რაც ხარისხიანი სარგავი მასალის წარმოებას და სანერგე მეურნეობების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას გულისხმობს. ქვეყანაში სერტიფიცირებული სანერგე მეურნეობების არსებობა პროდუქტიულობის ზრდას ნიშნავს. ვფიქრობ, ერთობლივი ძალისხმევით საუკეთესო შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტი, რომლის საწყის ეტაპზეც მრავალწლოვანი სანერგე მეურნეობების სერტიფიცირების სტანდარტი შემუშავდება, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ჩართულობით განხორციელდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics