|
2026-08-13 01:01:18, 262 ნახვა
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ასევე დაშავებულია 20 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. ისინი ოზურგეთის და ჩოხატაურის კლინიკებში არიან გადაყვანილები. ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ხრამში დაახლოებით 2 საათის წინ გადავარდა. “გომის მთაზე ავარიას ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც გვითხრეს, მძღოლმა მოსახვევში მიკროავტობუსი ვერ დაიმორჩილა და ხრამში გადავარდა, მანქანაში იყო ორი ბავშვიც, მადლობა უფალს, გადარჩნენ. მგზავრები ბელარუსი ტურისტები არიან”, - აცხადებს ადგილობრივი. არსებული ცნობებით, მიკროავტობუსს საქართველოს მოქალაქე მართავდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლები იმყოფებიან. შსს-გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)