|
2019-07-31 13:03:17, 838 ნახვა
საზოგადოება
ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი NGO-ებს შეხვდა
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. დეპარტამენტის დირექტორმა, ნინო ცაციაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის ამაღლების მიზნით განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე საგამოძიებო რეფორმის წარმატებით განხორციელებისა და გამოძიების ხარისხის ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვანია, სისტემის შიგნით, გამოძიების ხარისხის კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის არსებობა, რომელიც გამოძიების ხარვეზების იდენტიფიცირებასა და მათ დროულად აღმოფხვრას უზრუნველყოფს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე წლიდან ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა. დეპარტამენტი უკვე დაკომპლექტდა ღია კონკურსის წესით შერჩეული, საგამოძიებო, საპროკურორო და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე კადრებით და სრულად შეუდგა მუშაობას. ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობასთან, დისკრიმინაციული ნიშნით სიძულვილის მოტივით, არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილ დანაშაულებსა და ტრეფიკინგთან ერთად, დეპარტამენტი განახორციელებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა, ასევე, სისხლის სამართლის პოლიტიკის პრიორიტეტების გათვალისწინებით, სხვა დანაშაულთა გამოძიების ხარისხის მონიტორინგს მთელი საქართველოს მასშტაბით, რითაც უზრუნველყოფს საგამოძიებო რეფორმის წარმატებით იმპლემენტაციისთვის სისტემის მომზადებას. სისხლის სამართლის საქმეებზე ეფექტიანი მონიტორინგის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის მომზადდა მონიტორინგის განხორციელების ინსტრუქცია და მეთოდოლოგია. გამოძიების ხარისხის მონიტორინგთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია განსაკუთრებით სენსიტიურ დანაშაულებზე მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების წარმოება. მსხვერპლთა ინტერესების სრულყოფილად დასაცავად, სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. კოორდინატორები პრიორიტეტულად იმუშავებენ არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან და სხვა მოწყვლად ჯგუფებთან. სამსახურის ძირითად მიზანს გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, დანაშაულის შედეგად გამოწვეულ პირველად სტრესთან გამკლავება და მათთვის სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივება წარმოადგენს. კოორდინატორთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას დეპარტამენტი განახორციელებს. დეპარტამენტი კვლავ აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, სახალხო დამცველის აპარატთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის, ისე გამოძიების ხარისხის ამაღლების მიმართულებით.
(NS)
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)