|
2019-07-26 14:45:02, 1801 ნახვა
საზოგადოება
კომერციულ ბანკებში დოლარი 2.93-2.97 ლარი ღირს, სავალუტო ჯიხურებში კი - 2.91-2.94
საქართველოს კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.93-დან 2.97 ლარამდე მერყეობს, ევროს ფასი კი, 3.27-3.35 ლარია. „საქართველოს ბანკის“ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 1 აშშ დოლარის შეძენა 2.97 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა კი, 2.88 ლარად. 1 ევროს ყიდვა 3.34 ლარად შეგეძლებათ, გაყიდვა - 3.20 ლარად. „თიბისი ბანკში“ ერთი აშშ დოლარის ყიდვა 2.9800 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.8800 ლარად. ევრო 3.3290 ლარი ღირს, მისი გაყიდვა კი, 3.1990 ლარად. ბანკ ”ქართუში” 1 დოლარის შეძენა 2.9700 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა კი, 2.9000 ლარად. რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ყიდვას 3.3200 ლარად შეძლებთ, გაყიდვას - 3.2200 ლარად. „პროკრედიტ ბანკში“ 1 დოლარი 2.9750 ლარი ღირს, ხოლო მისი გაყიდვა 2.8750 ლარად არის შესაძლებელი. 1 ევრო 3.3090 ლარი ღირს, გაყიდვის შემთხვევაში კი, 3.2080 ლარს მიიღებთ. „ბაზის ბანკში“ 1 დოლარი 2.975 ლარი ღირს, მისი გაყიდვა კი, 2.905 ლარად არის შესაძლებელი. ევრო 3.353 ლარი ღირს, მისი გაყიდვა კი, 3.198 ლარად შეგიძლიათ. „ვითიბი ბანკში“ 1 დოლარის ღირებულება 2,9750 ლარს შეადგენს, ხოლო მისი გაყიდვა 2,8850 ლარად არის შესაძლებელი. ევრო 3,3380 ლარი ღირს, მისი გაყიდვა 3,1880 ლარად არის შესაძლებელი. „ტერაბანკში“ დოლარის ფასი 2.9750 ლარია, მისი გაყიდვა კი, 2.8850 ლარად შეგიძლიათ. ევროს ყიდვა 3.3220 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა 3.1650 ლარად. „ფინკა ბანკში“ 1 დოლარი 2.9320 ლარი ღირს, მისი გაყიდვის შემთხვევაში კი, 2.9080 ლარს მიიღებთ. რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ყიდვა 3.2700 ლარად შეგეძლებათ, გაყიდვა 3.2360 ლარად. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ღირებულება 2.91-2.94 ლარია, ევრო კი, 3.24-3.29 ლარი ღირს. ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.8845 ლარი ეღირება, ევრო კი, 3.2410 ლარი.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)