06:15 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-25 13:56:13, 926 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმა დამტკიცებულია

თბილისის საკრებულომ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ წარდგენილი თბილისის ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

სამოქმედო გეგმა მომავალი 5 წლის განმავლობაში განსაზღვრავს დეტალურ ღონისძიებებს ნარჩენების მართვის ახალი, თანამედროვე სისტემის დასანერგად.

სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ნარჩენების წარმოქმნის შემცირების ხელშეწყობას, ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების მოწესრიგებულ სისტემის განვითარებას, სეპარაციაზე ეტაპობრივ გადასვლას, ნაგავმზიდი მანქანების ქაოტური გადაადგილების აღმოფხვრას, კონტეინერების დამატებით განთავსებას, ინერტული და სხვა სამშენებლო ნარჩენების სწორად მართვას, ასევე, დანაგვიანებაზე კონტროლის გამკაცრებას. 

ამ პროცესებში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს  ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებსაც. ამ მიზნით თბილისში სხვადასხვა მისამართზე უკვე განთავსდა სეპარირების სტენდები და ურნები, სადაც ხდება ნარჩენების დახარისხება. გარდა ამისა, ჭავჭავაძის გამზირის მიმდინარე რეაბილიტაციის ფარგლებში, უკვე გათვალისწინებულია სეპარირების მიწისქვეშა ურნები.

5-წლიანი სამოქმედო გეგმის პარალელურად, მუნიციპალიტეტი იწყებს 15-წლიან სტრატეგიაზე მუშაობას, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში დანერგავს ნარჩენების მართვის თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის  მოდელს.

გეგმის დამტკიცების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, სამოქმედო გეგმა გამოქვეყნდა მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში, სადაც, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო გამოეთქვა თავისი მოსაზრებები და რეკომენდაციები. გარდა ამისა, საკრებულოს მხარდაჭერით მოეწყო  გეგმის საჯარო განხილვა.

მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმის პროექტი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით, CENN-ის ორგანიზებით, USAID-ის მიმდინარე პროგრამის - ,,ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“ ფარგლებში მომზადდა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics