|
2019-07-25 11:41:51, 857 ნახვა
საზოგადოება
დღეის მდგომარეობით, საქართველოდან 8000 ტონაზე მეტი ატმისა და ვაშლატამას ექსპორტია განხორციელებული
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დარიალის ხეობაში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტიდან „ყაზბეგი“ ატმისა და ვაშლატამას ექსპორტზე გასვლის პროცესს ადგილზე გაეცნო. „საბაჟო გამშვები პუნქტიდან ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი შეუფერხებლად მიმდინარეობას. დღე-ღამის განმავლობაში, პუნქტის გავლით, 200-დან 220 ტონამდე ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი ხორციელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართულობით, მოსავლის აღება, დაბინავება და რეალიზაცია ორგანიზებულად და წარმატებით მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კახეთის რეგიონში არსებული ცხრავე სამაცივრო მეურნეობა სრული დატვირთვით მუშაობს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ექსპორტიორებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები. აღნიშნული დოკუმენტაციის საბაჟო გამშვებ პუნქტზე წარდგენის შემდეგ, მალფუჭებადი პროდუქტი შეუფერხებლად გადის ყველა საჭირო პროცედურას. დღეის მონაცემებით, საქართველოდან 8000 ტონაზე მეტი ატმისა და ვაშლატამას ექსპორტია განხორციელებული, საიდანაც ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტიდან გასულია 6000 ტონა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან ერთად, საბაჟო გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი და საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგი“ უფროსი შოთა სხილაძე.
(NS)
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)