|
2019-07-20 11:23:07, 1378 ნახვა
საზოგადოება
ოქრუაშვილი: ივანიშვილი R2-ის წაღებით მდგომარეობას ვერ გაიუმჯობესებს, მითუმეტეს სრულყოფილად ვერ წაიღებს
„ივანიშვილს სულ ტყუილად მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა არის ჩალით დახურული, ის „რუსთავი 2“-ის წაღებით თავის მდგომარეობას ვერ გაიუმჯობესებს და მითუმეტეს, „რუსთავი 2“-ს სრულყოფილად ვერ წაიღებს“, - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ოქრუაშვილმა აღნიშნა, შეხვდება იმ 10 ჟურნალისტს, რომლისთვისაც „რუსთავი 2“-ის 80%-იანი წილის გადაცემას გეგმავს. „თქვენთვის ცნობილია, რომ განცხადება შევიდა ყადაღის მოთხოვნაზე, ათი დღე გვაქვს იმისთვის, რომ სარჩელი სრულყოფილი სახით შევიტანოთ სასამართლოში და ამას აუცილებლად გავაკეთებთ, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარი არის ერთი რამ, ივანიშვილს სულ ტყუილად მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა არის ჩალით დახურული, ის „რუსთავი 2“-ის წაღებით თავის მდგომარეობას ვერ გაიუმჯობესებს და მითუმეტეს, „რუსთავი 2“-ს სრულყოფილად ვერ წაიღებს. მე ვაპირებ შევხვდე ათამდე ჟურნალისტს და ჩემი მოთხოვნის, იმ კანონიერი მოთხოვნის, რომელიც სასამართლოში წარვადგინე, 80% პირობითად, ციფრებში გამოხატული, გადავცე მათ უსასყიდლოდ, იმისთვის, რომ მათ გააგრძელონ დავა“, - განაცხადა ოქრუაშვილმა. მისივე მტკიცებით, წლების წინ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ნომინალურად გადაეცა და მას საკუთრებაზე არანაირი პრეტენზია არ ექნებოდა. „ოქრუაშვილმა იმ დოკუმენტზეც ისაუბრა, რომელიც ადასტურებს, რომ წლების წინ ხალვაშს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ნომინალურად გადაეცა და მას საკუთრებაზე არანაირი პრეტენზია არ ექნებოდა. „ამ დოკუმენტის თანახმად, მესამე წელია უკვე საქალაქო სასამართლოში ვდაობ ფინანსურ ნაწილზე, რაც ვალი აქვს ჩემი და არ აბრუნებს. ამ დოკუმენტის ეჭვის საკითხი უკვე დადგა სასამართლოში 3 წლის განმავლობაში დავის შედეგად, 8 თვეა, ხალვაში არ ცხადდება ექსპერტიზაში ხელმოწერის ნიმუშის დასადგენად, არ ცხადდება ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს ხელმოწერა ეკუთვნის მას და ამ ამბავს ვერ გაექცევა, რაც არ უნდა მოიგონოს. სამხარაულის ექსპერტიზაში სასამართლომ 8 თვის წინ გააგზავნა დოკუმენტი, ხალვაშის გამოუცხადებლობის გამო ექსპერტიზა ვერ შედგა, ჩემგან რას ელოდებით, 3 ექსპერტიზის დასკვნა მაქვს მიტანილი დამატებით. მათ მოითხოვეს ექსპერტიზა, მივუტანე ორიგინალი, გააგზავნეს სამხარაულის ბიუროში, არ მიდის ხალვაში 8 თვეა. ამ დოკუმენტის მიხედვით, არსებობს ორი საკითხი, ერთი არის ფინანსური დავა, მას აქვს ჩემი ვალი და უნდა დააბრუნოს. მეორე არის, „რუსთავი 2“-ის საკითხი. ფინანსურ დავაზე ხანდაზმულობის ვადა დამდგარი მქონდა, იძულებული ვიყავი მაშინ, 2016 წელს შემეტანა. „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, ამის უფლება არ მქონდა, ვიდრე ის არ გახდებოდა კანონიერი მესაკუთრე. კანონიერი მესაკუთრე ის გახდა გუშინწინ, ამის შედეგად დავიწყე დავა“, - აღნიშნა ოქრუაშვილმა.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)