08:08 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-19 17:33:18, 1290 ნახვა

საზოგადოება
თოიძის N30-ში ავარიული სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, თოიძის N30-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, მონოლითური რკინა-ბეტონით სახლის საძირკვლისა და კედლების გამაგრება, ლითონის კუთხოვანებით ფანჯრებისა და კარების ღიობების მოჩარჩოება ხდება. ასევე, შეიცვლება საერთო სარგებლობის კიბე. შენობის მძიმე ავარიულობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა ნაგებობის ნაწილის დემონტაჟი. ამ ეტაპზე, აღნიშნული ნაწილის მშენებლობა მიმდინარეობს.

საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა.

„თოიძის N30-ში, თბილისური ტიპის ეზოში, სადაც რვა ოჯახი ცხოვრობს, საცხოვრებელი სახლი უმძიმეს მდგომარეობაში იყო. სახლის ავარიულობა ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. ჩვენი ინიციატივითა და მოსახლეობასთან შეთანხმებით, ავარიული შენობის გამაგრების სამუშაოები დავიწყეთ, მოსახლეობას კი დროებით, საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია. სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება და ადგილობრივები შეძლებენ, რეაბილიტირებულ საცხოვრებელ სახლში დაბრუნდნენ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „მშენებელი +“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 166 000 ლარია.

მიმდინარე წელს ჩუღურეთის რაიონში კაპიტალურად თბილისური ტიპის რვა საცხოვრებელი სახლი გამაგრდა, ხოლო ათ მისამართზე გამაგრების სამუშაოები ამ დროისთვის მიმდინარეობს.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics