15:20 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-05 16:10:09, 991 ნახვა

საზოგადოება
სოციალური მომსახურების სააგენტომ ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი გამართა

სოციალური მომსახურების სააგენტომ საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში”, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით,  ფესტივალი  გამართა. 

ფესტივალის მონაწილეებს 65-ზე მეტმა კომპანიამ 2000-ზე მეტი ვაკანსია  შესთავაზა. სამუშაო ადგილები სადაზღვეო, საბანკო, სამომხმარებლო-სავაჭრო, სააფთიაქო,  ენერგეტიკისა და რკინიგზის   სფეროებიდან იყო წარმოდგენილი.  ახალგაზრდებს სტაჟირებისა და სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები - გიორგი წოწკოლაური და თამილა ბარკალაია, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს  დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძე ესწრებოდნენ.

დასაქმების ფესტივალში,  18-დან 36 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, როგორც უმაღლესი, ისე პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.

მსგავსი ღონისძიებები უმუშევრობის დონის შემცირების ეფექტიანი ინსტრუმენტია და მის მიზანს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსის აღმოფხვრა წარმოადგენს.  

ფესტივალის მიმდინარეობისას ახალგაზრდა სამუშაოს მაძიებლები დამსაქმებლებს,  ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად უკავშირდებიან, რაც ხელს უწყობს მათ სტაჟირების გავლასა და შემდგომ დასაქმებაში.  

სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა ფესტივალის მონაწილეებს  დასაქმების ხელშემწყობ სახელმწიფო  პროგრამებსა და სერვისებსაც აცნობენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან მატარებელი ქალს დაეჯახა
TBC-ის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics