2026-08-13 15:09:34, 269 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან მატარებელი ქალს დაეჯახა
ონლაინმედია ბათუმელების ცნობით, ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ქალს დაეჯახა - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.
როგორც მედია წერს, მატარებლის მგზავრები მათთან საუბარში ამბობენ, რომ მატარებელი გაჩერებულია და ვაგონების დატოვების უფლებას არ აძლევენ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან