|
2019-07-05 14:13:35, 1052 ნახვა
საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს შვებულება საქართველოში გაატარონ
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს ზაფხულის შვებულება საქართველოში გაატარონ. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე რეგიონის ტურისტული პოტენციალი განიხილეს. "აჭარის მთავრობასთან დღევანდელი შეხვედრა საინტერესო იყო იმ კუთხით, რომ ბევრი ახალი საინვესტიციო პროექტია ამ რეგიონში. აქ მზარდი ტურიზმია, თუმცა ვიცით, რომ დღეს არის გარკვეული პრობლემები. ჩემთვის საინტერესო იყო ის, რომ რეალურად არ შენელებულა ის მზარდი ტურიზმი, რომელიც ამ რეგიონისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოვუწოდო, საქართველოში გაატარეთ თქვენი შვებულება ამ წელს. ამ განცხადებას გავაკეთებ ძალიან მალე ბათუმში დაგეგმილ კონფერენციაზე, სადაც ძალიან ბევრი მაღალი დონის პარტნიორი ჩამოვა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)