|
2019-07-04 15:39:17, 1076 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს
"საქართველოს რკინიგზა" განცხადებას ავრცელებს. "საქართველოს რკინიგზა მუდმივად ზრუნავს მგზავრთა მაქსიმალურ კომფორტზე და ცდილობს დახვეწოს და განავითაროს სერვისები. შტადლერის ტიპის მატარებლებში მოახლოვებული სადგურების შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო საშუალებებით ცხადდებოდა სამ ენაზე, რაც განცხადებების ხანგრძლივობის გამო მგზავრებში იწვევდა უკმაყოფილებას და დისკომფორტს. შესაბამისად, თითქმის 4 თვეა სს "საქართველოს რკინიგზამ" მიიღო ტექსტის შემოკლებისა და გამოცხადების ინტენსივობის შემცირების გადაწყვეტილება. ვაცხადებთ, რომ ვინაიდაბ ოთხი თვეა შტადლერის სამგზავრო მატარებლებში შემცირებული ტექსტი ნაკლები ინტენსივობით ცხადდება მხოლოდ ქართულ და საერთაშორისოდ აღიარებულ ინგლისურ ენებზე, მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკის შესაბამისად, სს "საქართველოს რკინიგზის" აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეულია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებით და არ უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს", - ნათქვამია განცხადებაში.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)