|
2019-07-04 15:16:13, 941 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში 43 სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა
საბურთალოს რაიონში, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, მეორე კვარტალში 43 სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 732 060 ლარი დაიხარჯა. თანადაფინანსებულმა პროექტებმა მოიცვა ლიფტების, სახურავების, წყალარინების ქსელის, სართულშუა ნაპრალების ამოვსებისა და სხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მათ შორის, 13 მისამართზე დასრულდა სადარბაზოს შიდა სარემონტო სამუშაოები; 4 მისამართზე რეაბილიტირდა წყალარინების ქსელი; 8 მისამართზე რეაბილიტირდა სახურავები; შეკეთდა 10 ლიფტი; სართულშუა ნაპრალების ამოვსების სამუშოები განხორციელდა 2 მისამართზე, ასევე მოწესრიგდა სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გამგეობის მიერ სამუშაოები 100%-ით დაფინანსდა. სამუშაოების ღირებულების 10%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განთავსდა, რომელსაც გარკვეულ ვადაში ამხანაგობა საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმარს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)