|
2019-03-04 17:36:05, 1597 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: ხაზარაძეს უნდა წარმოედგინა წერილი, რადგანაც თავს იკავებს, კითხვის ნიშნები რჩება
"სამწუხაროა, რომ ახალი თემების შემოტანით, რომელთა დაკავშირებითაც, მიუხედავად მცდელობისა, პასუხები ვერ მივიღეთ, მოხდა მთავარი თემის გადაფარვის მცდელობა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძეს უნდა წარმოედგინა მის მიერ ხსენებული მუქარის შემცველი წერილი, რადგანაც ზოგადი საუბარი კითხვის ნიშნებს აჩენს. "ჩვენ სამწუხაროდ რამდენიმე კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ და იმედია რომ მომდევნო პერიოდში ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება საშუალება მივიღოთ ინფორმაცია. როდესაც განცხადების ავტორი ამბობს რომ იყო მუქარის შემცველი წერილი კონკრეტული პირისგან, მან უნდა დაასახელოს დრო, ადგილი, საშუალება და შინაარსი, როდესაც ამაზე თავს იკავებს მეტი კითხვის ნიშნები რჩება. როგორც მინიმუმ მამუკა ხაზარაძეს დღეს უნდა დაესახელებინა შინაარსი და წარმოედგინა ეს განცხადება, თუმცა კონკრეტული მითითებები, რომელიც მან გააკეთა დღეს პარლამენტში, არ გაუკეთებია პროკურატურაში. კითხვა ამასთან დაკავშირებით, რატომ არ წარადგინა ეს წერილი მან პროკურატურაში, დღემდე დარჩა პასუხგაუცემელი. ბატონმა მამუკამ თავად განაცხადა, რომ ზოგადად თქვა პროკურატურაში მუქარის შესახებ, შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ მოითხოვა გასაჯაროვება, მაგრამ კონკრეტული თხოვნა, წარმოედგინა წერილი, უფრო დეტალურად განემარტა, ამის იქით ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ და ვერ ვიმსჯელებთ. ეს მოხდება მას შემდეგ, თუკი ასეთი წერილი მართლა არსებობს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)