16:56 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-07 15:36:46, 290 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე წარმატებული იერიშების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. უწყების ცნობით, 6 და 7 ივლისს ბრიანსკის ოლქში ორ სამხედრო ქარხანასა და ნავთობის ბაზაზე განხორციელდა თავდასხმა.

ერთ-ერთი სამიზნე ქალაქ ბრიანსკში მდებარე მაღალი მნიშვნელობის მიკროელექტრონიკის საწარმო „კრემნიი ელ“-ი იყო, რომელიც რუსული სამხედრო მრეწველობისთვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს აწარმოებს. გარდა ამისა, დარტყმა განხორციელდა ბრიანსკის ოლქის ქალაქ სელცოს ქიმიურ ქარხანაზეც, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებები, დენთი და სარაკეტო საწვავის კომპონენტები მზადდება.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ბელგოროდსა და მის შემოგარენზე უკრაინის სარაკეტო შეტევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. პარალელურად, ერთ-ერთ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

ეს თავდასხმები უკრაინის თავდაცვის ძალების იმ ფართომასშტაბიანი კამპანიის ნაწილია, რომელიც გაზაფხულიდან მოყოლებული რუსეთის ტერიტორიასა და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებს მიზნად ისახავს. აღნიშნულმა დარტყმებმა რუსეთის რეგიონებსა და ყირიმის ნახევარკუნძულზე საწვავის სერიოზული დეფიციტი და შეზღუდვები უკვე გამოიწვია.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ეს იერიშები არის სამართლიანი პასუხი რუსეთის ყოველდღიურ აგრესიაზე, რომლის მიზანიც მოსკოვისთვის ომის გაგრძელების რესურსების მაქსიმალური შეზღუდვაა.

თავის მხრივ, ოფიციალური მოსკოვი ამ დარტყმებს „ტერორისტულს“ უწოდებს. ამ თავდასხმების საპასუხოდ, მხოლოდ ივლისის პირველ ექვს დღეში, რუსეთმა რაკეტებითა და დრონებით ორი მასირებული იერიში მიიტანა კიევზე, რასაც დიდი ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics