|
2019-03-04 16:43:02, 1535 ნახვა
კომენტარი
სარალიძე სუბელიანზე: ჩემი მიზანი არაა წლებით ვინმე გამოიკეტოს, ჩემი მიზანია ჭეშმარიტების დადგენა
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე ამავე საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის მიმართ განაჩენის გამოტანას ეხმაურება. როგორც სარალიძემ განაცხადა, მისი მიზანი საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაა. „ჩემი მიზანი არ არის აქ წლები ვინმე გამოიკეტოს, ჩემი მიზანი არის ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა და აუცილებლად დადგება. მთავარია, რომ ბრალდებულია და მხოლოდ იმ ნაწილში, შეუტყობინებლობაში, დანარჩენს გამოძიება დაადგენს რა ბრალი შეიძლება კიდე წაეყენოს მომავალში მირზა სუბელიანს. წესით მირზა სუბელიანისნაირი ხალხი გარეთ თავისუფლებაზე არ უნდა დადიოდეს“, - ზაზა სარალიძე. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)