|
2019-03-04 13:47:05, 1525 ნახვა
კომენტარი
ხაზარაძე - მოვითხოვ დადგეს სებ-ის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი და შეიქმნას სპეციალური კომისიაც
"თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ბანკის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. როგორც ხაზარაძემ აღნისნამ ის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს და მის მოადგილეს უნდობლობას უცხადებს. ის მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც მოითხოვს. „მე ვაგრძელებ დავას ეროვნულის წინააღმდეგ და პროკურატურის წინააღმდეგ. გავაგრძელებ დავას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. იმიტომ , რომ ვთვლი, რომ ეს რაც ჩვენს წინააღმდეგ მოხდა ცილდება ყოველგვარ ნორმას, ზღვარს და ა.შ. საქართველოში ჩამოსული იყო ძალიან ბევრი დელეგაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. არ დარჩენილა არც ერთი ევროპული ელჩი, ან ბანკის პირველი პირები, ან მეორე პირები რომლებიც არ ჩამოვიდნენ და არ შეხვდნენ ეროვნულ ბანკს. და ეუბნებოდნენ, რომ ესეთი მიმართულებით ამ საკითხის განვითარება არ შეიძლება და ეუბნებოდნენ, რომ ანაკლიას ჩვენ ამ ფორმატში ჩვენ ხელს ვერ მოვაწერთ. მე დაგანახეთ, რომ არც ბანკს ვეფარები და არც ანაკლიას. მე გადავდექი, რომ არ ჩამეყენებინა ბანკი მძიმე მდგომარეობაში მაგრამ როგორც მიდის ახლა პროცესები და თქვენ იცით, რომ დამთავრდა უკვე ყველა შესწავლა უკვე ყველა ბანკის მიერ და 600 მილიონს უნდა მოვაწეროთ ხელი მაისი-ივნისის თვეში. მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ჩვენი მონაწილეობით ამ სიტუაციაში მოხდეს ამ კონტრაქტის დახურვა. არ ინდა გამიგოთ რომ ეს რაღაც ებმევა რაღაცას, ან ამას ვიყენებ რაიმე თავდაცვის მექანიზმად . მე მინდოდა მთელი სურათი მეჩვენებინა თქვენთვის. სრულ უნდობლობას ვუცხადებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და მისი მოადგილის კომპეტენციას და მინდა რომ დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. და მეორე, მოვითხოვ შეიქმნას სპეციალური კომისია სადაც ყველა იმ წერილს, დეტალს და კიდევ ბევრ ნიუანსს უკვე გაგაცნობთ და ჩაგაყენებთ საქმის კურსში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)