|
2019-02-26 15:41:11, 1566 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე - ხაზარაძეს და ჯაფარიძეს შეუძლიათ საფინანსო კომიტეტში წარსდგნენ და ნებისმიერი განცხადება გააკეთონ
„მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს შეუძლიათ წარსდგნენ პროფილური კომიტეტის წინაშე და გააკეთონ ნებისმიერი განცხადება“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ჩაშლას, სადაც ოპოზიცია „თიბისის“ საკითხის განხილვას ითხოვდა. „მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჰქონდათ შეთავაზება ირაკლი კოვზანაძისგან. მათ შეუძლიათ წარსდგნენ შესაბამისი თემატური, პროფილური კომიტეტის წინაშე და გააკეთონ ნებისმიერი განცხადება. არასდროს და ვერასდროს მათ ამას ვერავინ ვერ შეუზღუდავს" - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, სადაც ოპოზიცია „თიბისი ბანკის“ საკითხის განხილვას ითხოვდა, ჩაიშალა. სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ დეპუტატებს განუცხადა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არგუმენტები გაიზიარა, რომლის თანახმადაც "თიბისის" საქმის განხილვა საჯაროდ არ უნდა მომხდარიყო, რადგან ეს ბანკისთვის დამაზიანებელი იქნებოდა. აღნიშნულმა ფაქტმა დეპუტატების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, სხდომა უნდა გაგრძელებულიყო ღია ფორმატში, რათა საზოგადოებას საქმესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიეღო და ბანკის დამფუძნებლებს პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ჰქონოდათ. ხანგრძლივი კამათის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარე სხდომა დასრულებულად გამოაცხადა. მანვე პირობა დადო, რომ შესაბამის ფორმატში „თიბისის“ საკითხის განხილვა აუცილებლად შედგება და ყველა კითხვა იქნება დასმული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)