|
2019-02-26 11:28:26, 1307 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კოვზანაძე - საზედამხდველო ღონისძიებები არის კონფიდენციალური და დახურული ნებისმიერი მესამე მხარისთვის
„საზედამხდველო ღონისძიებები არის კონფიდენციალური და დახურული ნებისმიერი მესამე მხარისთვის", - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტრო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. მისი თქმით, ამ თემას განსაკუთრებით ხაზს უსვამს ეროვნული ბანკი დღეს გავრცელებულ განცხადებაში. „ის პრობლემა, რომელიც არსებობდა ეროვნულ ბანკსა და „თიბისი" ბანკს შორის, ამოწურულია. მოგეხსენებათ, ეროვნულმა ბანკმა და თიბისი ბანკმა ამ საკითხთან დაკავშიებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს და სამართლებლივი დავა „თიბისი" ბანკსა და ეროვნულ ბანკს შორის შეწყვეტილია. მიუხედავად იმისა რომ ეროვნული ბანკი თავს იკავებს პარლმენტში მოსვლაზე, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი მზად არის მოუსმინოს ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რისთვისაც ისინი აპირებდნენ პარლამენტში მოსვლას და წინასწარ შეთანხმებული თარიღის მიხედვით გავმართოთ ეს შეხვედრა და მოვუსმინოთ მათ”, - აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)