|
2018-12-15 14:20:16, 2968 ნახვა
ეკონომიკა
ProductTank ღონისძიებების სერია იწყება
15 დეკემბერს, 16:00 საათზე ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა #7) ProductTank ღონისძიებების სერია იწყება, რომელიც თბილისი სტარტაპ ბიუროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით ხორციელდება. ProductTank-ის შეხვედრების სერია 2010 წელს ლონდონში დაიწყო და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 155 ქალაქს აერთიანებს. ProductTank Tbilisi ყოველთვიური ივენთ-სერიების ფარგლებში სტარტაპ დამფუძნებლებს, პროდუქტ-მენეჯერებს, დიზაინერებსა და დეველოპერებს უმასპინძლებს, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას თბილისის სხვადასხვა მულტიფუნქციურ სივრცეებში გაგვიზიარებენ. პროექტის მიზანი პროდუქტ-აზროვნების ჩამოყალიბებისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებაა. პირველი პროექტის ფარგლებში ტექნოპარკში საკუთარ გამოცდილებას დამსწრე აუდიტორიას GIFFER - ის თანადამფუძნებელი რომა გუჯაბიძე და პროდუქტ დიზაინერი გური სიჭინავა გაუზიარებენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)