17:47 - 07 Jul, 2026
|
2018-12-15 12:39:37, 2901 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის წევრი იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებმაც მინისტრს რამდენიმე დღის წინ წერილით მიმართეს და სადაზღვევო ბაზრის განვითარების საკითხების შესახებ შეხვედრა სთხოვეს. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს საქართველოს სადაზღვევო ბაზარი დგას. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მოგების გადასახადის რეფორმის - ე.წ. „ესტონური მოდელის" გავრცელება სადაზღვევო კომპანიებზეც. ითქვა, რომ აღნიშნულ საკითხზე მთავრობა მუშაობს, რათა ის კერძო სექტორის სასარგებლოდ ამოქმედდეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სადაზღვევო ბაზრის მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)