|
2018-12-14 11:27:14, 2047 ნახვა
ეკონომიკა
მეოთხე კატეგორიის (მიკრო) საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგება მარტივდება
მეოთხე კატეგორიის (მიკრო) საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტისა და თვითსწავლების მასალების დასკვნითი პრეზენტაცია გაიმართა. ასევე, შედგა დისკუსია თემაზე: „გამარტივებული სტანდარტის მოსალოდნელი სარგებელი საწარმოების შემდგომი განვითარებისთვის". ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩის მოადგილემ, ალექსანდრა ქოულიმ. IV კატეგორიის (მიკრო) საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული სტანდარტი 2018 წლის ივნისში დამტკიცდა და ეტაობრივად დაინერგება. იგი ხელს შეუწყობს: კორპორაციული მართვის და სააღრიცხვო დისციპლინის გაუმჯობესებას, უფრო რთულ ანგარიშგების სტანდარტზე გადასვლის გამარტივებას, ადმინისტრაციული ტვირთის/ხარჯების შემცირებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, უფრო სრულყოფილი და ზუსტი ფინანსური ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ინვესტორებისთვის, საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოებისთვის, ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისთვის. ღონისძიება ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისა და გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდის ორგანიზებით (UK Good Governance Fund/GGF) გაიმართა. პრეზენტაციას დაესწრნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ადგილობრივი კომერციული ბანკების, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, პროფესიული ორგანიზაციები, ასოციაციები, სავაჭრო პალატები და ბენეფიციარები. ასევე, დიპლომატიური კორპუსის, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)