|
2018-12-13 12:12:56, 1859 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი ბანკი“ პრობლემური სესხების გაუქმების ინიციატივას შეუერთდა
ვითიბი ბანკის, როგორც სოციალურად პასუხისმგებელი ფინანსური ინსტიტუტის მიზანია, მომხმარებელთან დაამყაროს გრძელვადიანი, პარტნიორული ურთიერთობა. სწორედ ამ პოზიციის გასამყარებლად, ვითიბი ბანკი პრობლემური სესხების გაუქმების ინიციატივას შეუერთდა, რის შედეგადაც მის 13,000-ზე მეტ პრობლემურ მომხმარებელს, დავალიანება სრულად გაუუქმდება. დავალიანების ძირი თანხა 7.7 მილიონი ლარია, რაც პროგრამაში მონაწილე სესხების ჯამური პორტფელის 0.5%-ს შეადგენს. „ვითიბი ბანკი ყოველთვის მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა დაკრედიტების პოლიტიკას, შესაბამისად, ბანკის წილი გაუქმებული სესხების მთლიან პორტფელში საკმაოდ მცირეა და არ აღემატება 0.5%-ს. მიუხედავად ამისა ჩვენ ვთვლით, რომ ეს ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბალ შემოსავლიანი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის. პროგრამაში მონაწილე პირების სიები დაზუსტებული და გამოქვეყნებულია ვებ გვერდზე vali.ge - განაცხადა ვითიბი ბანკის რისკების დირექტორმა, ნიკო ჩხეტიანმა.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)