17:21 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-12 21:09:19, 1928 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი: ჩვენ ახლა პრობლემა ის კი არ გვაქვს, რომ კიდევ დავწიოთ გადასახადები, არამედ ის, რომ გავზარდოთ პროდუქტიულობა

რატომ არ შეიძლება რომ აქციზი შევამციროთ? იმიტომ, რომ აქციზი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა მიმდინარე შემოსავლების შევსების კომპონენტში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ოპოზიციის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, საქართველო გადასახადების სიმცირის მიხედვით მსოფლიოში მე-3 ადგილზეა.

„ჩვენ ახლა პრობლემა ის კი არ გვაქვს, რომ კიდევ დავწიოთ გადასახადები, ჩვენ გვაქვს პრობლემა, გავზარდოთ პროდუქტიულობა, დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურული პროექტები, რადგან ყველაფერი კორელაციაშია ფიზიკური კაპიტალის განვითარებასთან. ყველაზე დიდი კორელაცია კი აქვს ადამიანურ კაპიტალში ინვესტირებას, რაზეც მთავრობა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს მიმართავს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics