17:22 - 07 Jul, 2026
|
2018-12-12 18:35:09, 2081 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: 2019 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 3.7 მილიარდი ლარი დაიხარჯება
2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა ვილა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გათვალისწინებულ ხარჯებზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით როგორც სახელმწიფო ისე მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან ჯამში 3.7 მილიარდი ლარი დაიხარჯება. მისი თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის მიიმართება 1 302.1 მლნ ლარი, მათ შორის, თანხები გათვალისწინებულია 2018-2024 წლებში აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის, ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის და ე.წ. ტურისტული გზების უმნიშვნელოვანესი მონაკვეთების დასრულებისთვის, მუნიციპალურ ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 1.3 მლრდ ლარი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)