|
2018-12-12 16:40:41, 1652 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორს იანეს კოპაჩს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორს იანეს კოპაჩს შეხვდა. შეხვედრის დროს საუბარი წარიმართა საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული სექტორის რეფორმასა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების თაობაზე. აღინიშნა, რომ დასრულდა ისეთ მნიშვნელოვან კანონპროექტებზე მუშაობა, რომლებიც შეეხება საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირებას, განახლებადი ენერგიის წყაროებისა და ენერგოეფექტურობის სამართლებრივი გარემოს შემუშავებასა და დანერგვაზე და სხვ. ითქვა, რომ აღნიშნული ნორმატიული ბაზის ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივ ენერგობაზარზე საერთაშორისო ბიზნეს-წესების დამკვიდრებას და ახალი ინვესტიციების შემოდინებას, რაც, საბოლოო ჯამში, საქართველოს ენერგეტიკული სისტემის ევროპულ ნორმებსა და მოთხოვნებთან ჰარმონიზაციას უზრუნველყოფს. შეხვედრაზე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიმდინარე რეფორმები და ყურადღება სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე გაამახვილა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)