|
2018-12-10 15:59:44, 1469 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი - პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილი რეგიონული პროექტების ჯამური ინვესტიცია, 50 მილიონ ლარამდეა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დღემდე მხარდაჭერილი იყო 5 313 რეგიონული პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 50 მლნ ლარამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში 8 412-მა ბენეფიციარმა თანადაფინანსების სახით 22 949 474 ლარი მიიღო. „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშესაწყობად, ჩვენი მთავრობა 2015 წლიდან ახორციელებს პროგრამას „აწარმოე საქართველოში". განსაკუთრებით აქტუალურია ეს პროექტი რეგიონებში. იცით, რომ ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი რეგონების თანაბარი განვითარება, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რომელიც თითოეულ მოქალაქეზე აისახება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს, მიკროგრანტების მოსაპოვებლად გამოვლინდა 917 გამარჯვებული, რომლებიც წლის ბოლომდე თანადაფინანსების სახით მიიღებენ 8 300 000 ლარს. „ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ გამარჯვებულ აპლიკანტებს შორის 45 პროცენტი არის ქალი მეწარმე. საერთო ჯამში, წლევანდელი კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, დაფინანსებული პროექტების რაოდენობა შეადგენს 6230 პროექტს, თანადაფინანსების თანხა კი 47 მლნ ლარზე მეტია", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)