|
2018-11-09 15:09:03, 1963 ნახვა
კომენტარი
სარალიძე მერაბ მორჩაძეზე: რატომ ცნეს დამნაშავედ, საერთოდ ეს ადამიანი ვინ არის, არ ვიცი
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ეხმაურება. როგორც სარალიძემ აღნიშნა, ხელისუფლებას მორჩაძის დაკავება "მღელვარების ჩასახშობათ" სჭირდებოდა. მისთვის გაუგებარია, თუ რატომ იყო მორჩაძე ამ დრომდე დაკავებული. „ეს იყო უბრალოდ, მოჩვენებით პასუხისგებაში მიცემული პირი, რომ ვითომ ჩაეხშოთ ეს მღელვარება. თავიდანვე ვთქვი, რომ ეს ადამიანი საერთოდ ტყუილად გაწირეს. ეს იყო სუბელიანის ხრიკები, ვიღაც უნდა მიეცათ პასუხისგებაში და რომ გავჩერებულიყავი მე, მაგალითად და მე ვითხოვ ჩემი შვილის მკვლელების დასჯას და არა - ვინ ვიღაცას ფული აჩუქა და ვინ ვიღაცას დაეხმარა. არ ვიცი, რას აკეთებენ მაგ მხრივ არ ვიცი, რატომ ცნეს დამნაშავედ ესეც არ ვიცი, რატომ აძლევენ პასუხისგებაში ესეც არ ვიცი, საერთოდ ეს ადამიანი ვინ არის, არ ვიცი“, - განაცხადა სარალიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)