|
2018-11-08 14:53:58, 2049 ნახვა
კომენტარი
სერ ალან დანკანი: მოვუწოდებ რუსეთს, მავთულხლართების დემონტაჟი მოახდინოს - ბრიტანეთი საქართველოს მხარს უჭერს
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრის ევროპის და ამერიკის საკითხებში, სერ ალან დანკანის განცხადებით, ბრიტანეთი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. როგორც დანკანმა საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული უკანონო ქმედებები უნდა შეწყდეს. „გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და მის უსაფრთხოებას. შემაშფოთებელი და სრულიად მიუღებელია ბოლო დღეებში განახლებული ქმედებები იმ გამყოფი ხაზის გასწვრივ, რომელიც აღნიშნავს რუსეთის არალეგალურ ყოფნას. ეს ქმედებები უნდა შეწყდეს. მოვუწოდებ რუსეთს, მოახდინოს მავთულხლართების დემონტაჟი. ჩვენი საქციების რეჟიმი ევროკავშირის კოლექტიური მზადების პროცესშია, რადგან ევროკავშირი დავტოვეთ, შეგვეძლება საკუთარი სანქციების რეჟიმი ავამოქმედოთ მას შემდეგ რაც კანონს მივიღებთ", - განაცხადა სერ ალან დანკანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)